მთავარ შინაარსზე გადასვლა

Fiamma. Amore. Ora.

ჩვენ შესახებ

Fiamma

Amore

Ora

FIAMMA. AMORE. ORA.

ალი, რომელიც გვამოძრავებს. სიყვარული, რომლითაც ვქმნით. მომენტი, როდესაც თავს განსაკუთრებულად ვგრძნობთ.

Fiammora იმ რწმენით დაიბადა, რომ სამოსი შეიძლება იმაზე მეტს გამოხატავდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მას შეუძლია გადმოსცეს გრძნობა, შემოინახოს წამი და დაგვაახლოოს საკუთარ თავთან.

Fiamma - ალი

ცეცხლი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს. ვნება, რომელიც გვამოძრავებს, გვაძლევს გამბედაობას და გვაგრძნობინებს, რომ ნამდვილად ვცოცხლობთ. ეს არის ნაპერწკალი, საიდანაც ყოველი შემოქმედება იწყება - ის შინაგანი ძალა, რომლის შეგრძნებაც გვინდა, რომ თითოეულმა ქალმა Fiammora-ს სამოსის ტარებისას შეძლოს.

Amore - სიყვარული

სიყვარული, რომელსაც თითოეული სამოსის შექმნაში ვდებთ. ზრუნვა ყველა დეტალზე, გააზრებული გადაწყვეტილებები და სურვილი, შევქმნათ სამოსი, რომელიც უბრალოდ ჩვეულებრივი სამოსი არ იქნება.

Ora - ახლა, ეს წამი

წამი, როდესაც სამოსს იცვამ და საკუთარ თავთან უფრო ახლოს გრძნობ თავს - როდესაც თავდაჯერებულობა იზრდება და შენში ყოველთვის არსებული ალი უფრო მკაფიოდ იგრძნობა.

საქართველოში დაბადებული Fiammora ამ სამ შთაგონებას მოდაში აერთიანებს.

შექმნილია იმავე ალისგან, რომელსაც შენში უკვე ატარებ.

FIAMMORA

ატელიე

თქვენი ხედვა. ჩვენი ოსტატობა.

სრულიად ინდივიდუალური ნამუშევარი - პირველი ესკიზიდან ბოლო მოზომებამდე თქვენთან ერთად შექმნილი.

ინდივიდუალური შეკვეთის დაწყება

კითხვები, მორგება ან განსაკუთრებული მოთხოვნა?

მოგვწერეთ და ატელიე პირადად გიპასუხებთ.

დაგვიკავშირდით