ინდივიდუალურ ან მოდიფიკაციის მოთხოვნას ჩვენი ატელიე განიხილავს და გიდასტურებთ შეკვეთამდე.
შავი კორსეტიანი საღამოს კაბა, დრაპირებული დეტალებითა და გამჭვირვალე ქვედა ნაწილით.
OMBRA არის შავი საღამოს კაბა, რომელიც გამოკვეთილი კორსეტული ზედა ნაწილითა და დრაპირებული დეტალებით გამოირჩევა. მკერდის ცენტრალური ღია დეტალი დიზაინს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს, ხოლო წელზე ქსოვილის ფორმირებული ნაკეცები სილუეტს მოცულობასა და სტრუქტურას მატებს. გრძელი, გამჭვირვალე ქვედა ნაწილი დეკორატიული მოტივებით არის გაფორმებული.